აქციის - #არარუსულკანონს - მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევა დაიწყეს. ამ მოწოდებით რამდენიმე წუთის წინ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოვიდა და დემონსტრანტებისგან თანხმობაც მიიღო.
გიორგი ვაშაძის თქმით, მიზანია, პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება, რათა ხვალ პარლამენტმა 12:00 საათზე პლენარული სხდომის ჩატარება ვერ შეძლოს.
აღსანიშნია, რომ ამოიწურა ხელისუფლებისთვის მიცემული 1-საათიანი ვადა, რომ გაეთავისუფლებინათ გუშინ და დღეს დაკავებული მომიტინგეები და უკან გაეწვიათ აგენტების შესახებ კანონპროექტი.