მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი სტარტაპერები ხელისუფლებას კანონპროექტის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებენ

რუსული კანონი

ქართველი სტარტაპერები მოწოდებით "არა რუსულ კანონს" განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ხელისუფლებას კანონპროექტის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. სტარტაპინდუსტრიის წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა მზარდია, აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში სექტორი სწორედ საერთაშორისო ინვესტორების დაფინანსების შედეგად განვითარდა.

სტარტაპერების შეფასებით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქვეყნის პროდასავლური კურსისგან გადახვევაა და ეს დააზიანებს მის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებას.

"დღევანდელი მსოფლიოს სწრაფი და ეფექტური განვითარება ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებზე გადის. Ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა ტექნოლოგიური და სტარტაპ ინდუსტრია, რაშიც ერთ-ერთი კრიტიკული წვლილი საერთაშორისო, დასავლური ორგანიზაციების ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას მიუძღვის.

ბოლო წლებში, ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მოიზიდეს მილიონობით აშშ დოლარი საერთაშორისო ინვესტორებისაგან, დაასაქმეს ათასობით ადამიანი და მოახერხეს საქართველოს სწრაფად მზარდ და საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყნად პოზიციონირება, რაც შეუძლებელი იქნებოდა ქვეყნის დასავლელი პარტნიორების გარეშე:

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 38 მილიონი ლარით დააფინანსა 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი.

შედეგად კი სტარტაპებმა მოიპოვეს 1.5 მილიარდი ლარის კერძო ინვესტიცია და შექმნეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

15 მილიონი ლარის დაფინანსება გამოყო გერმანიის მთავრობამ, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დააფინანსა ევროკავშირმა და ამერიკის მთავრობამ. ისეთი ორგანიზაციების ჩართულობით, როგორიც არის: USAID, EBRD, UNDP, UN, განხორციელდა უამრავი პროექტი, ტექნიკური განათლების ხელმისაწვდომობის, ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისა და ახალ ბაზრებზე წვდომისთვის.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, აშკარა გადახვევაა ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური კურსიდან, რაც სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, შეაჩერებს ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებას. დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხის შემცირება კი სასიკვდილო განაჩენი იქნება ტექნოლოგიური კომპანიებისა და სტარტაპებისათვის

ქართული სტარტაპები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა, რომლის მავნე შედეგებიც უკვე გაზომვადია. და კიდევ უფრო სავალალო იქნება მომავალში.

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

არა რუსულ კანონს!", - ნათქვამია სტარტაპერების განცხადებაში.

ანცხადების ხელმოწერა: https://t.ly/VCXt6

ხელმომწერების ჩამონათვალი:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები