მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასამთავრობო ორგანიზაციებს დისკომფორტის შექმნა და ფინანსების გასაჯაროება არ სურთ - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციებს დისკომფორტის შექმნა და ფინანსების გასაჯაროება არ სურთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კრიტიკა ნებისმიერ საკითხს შეიძლება ახლდეს და ნებისმიერ საკითხს შეიძლება ჰყავდეს მომხრეები და მოწინააღმდეგეები.

„ეს არის ნორმალური ნაწილი დემოკრატიისა და ასეც უნდა იყოს. ეს საკითხი ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არ სურთ დისკომფორტი შეექმნათ და გაასაჯაროონ ფინანსები. ისევე, როგორც დღეს რომ არ გვქონდეს საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების სისტემა, დღეს რომ შემოგვქონდეს, შეიძლება 5000-მა მოქალაქემ გააპროტესტოს ეს.

ეს გასაგებია, რომ ამ ორგანიზაციებს უქმნის დისკომფორტს, რომ საჯარო გახდება, მოქალაქეები გაიგებენ, თუ რაზე მუშაობენ ეს ორგანიზაციები. კრიტიკა არის ამის ნაწილი, თუმცა დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ ის, რაც საქართველოს მოსახლეობას სურს და ინტერესში არის, უნდა გატარდეს. ხოლო საქართველოს მოსახლეობის ინტერესშია, პატარა პოლიტიკურმა ჯგუფებმა არ ჩამოართვან მათ უფლება, იცოდნენ ყველაფერი მათზე, ვინც უცხოეთიდან ფინანსდება საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები