მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[კენჭისყრამდე] დაახლოებით 1-2 საათი დაგვჭირდება - შალვა პაპუაშვილი

შალვა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, “რუსული კანონის” პროექტის განხილვები დასრულდა და კენჭისყრა დღეს, პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ გაიმართება.

“დასრულდა კანონპროექტზე მსჯელობა, ახლა არის პოლიტიკური გამოსვლების ნაწილი, რაც დღესაც გრძელდება. დარჩენილია რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი და ფრაქცია ოპოზიციიდან, გამოსვლები ექნებათ უმრავლესობასაც - ამ პროცესს, დაახლოებით, 1-2 საათი დასჭირდება”, - ამბობს პაპუაშვილი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს, 17 აპრილს, 12:00 საათზე გაგრძელდა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები