სოფელ არაშენდა-დარჩეთის დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოები რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. მერის წარმომადგენლის სიმონ არსენაშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1600 მეტრი სიგრძის გზა და მიერთებები. მოეწყობა სანიაღვრე არხი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუ გრუპი“ განახორციელებს.


































