როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში აცხადებენ, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა ისმის და საუბარი უკვე დაიწყო დაფინანსების გამოყოფის გადავადებაზეც. ამასთან, მისოების ნაწილში ამბობენ, რომ სწორედ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემოა სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბოლო პერიოდში საკრედიტო აქტივობა შენელდა.