მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არავინ იფრენს 9 საათი, რომ ერთი პატარა ქვეყანა ნახოს" - როგორი ტურისტული სტრატეგიით უნდა იმუშაოს საქართველომ?

ბინები

McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის მაია წერეთელი ფიქრობს, რომ აჭარის რეგიონმა და ზოგადად ქვეყანამ შორ ბაზრებზე რეგიონალურ ჭრილში უნდა იპოზიციონიროს.

მისი შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის სასურველია, ქვეყანამ ადგილი რეგიონული ჰაბის როლში დაიმკვიდროს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არა მხოლოდ უნიკალური ბუნებითა და კულტურით, არამედ მეზობელი ქვეყნების ტურისტული ნაკადებისთვის მიმზიდველ მიმართულებად სტრატეგიული მდებარეობით უნდა იქცეს.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ როგორც ქვეყანამ და მათ შორის ბათუმმა უნდა ვიმუშაოთ როგორც კავკასიის რეგიონის ნაწილმა. ადამიანები, მით უმეტეს იმ ბაზრებიდან რომელიც ჩვენგან შორის არის, არავინ იფრენენ 9სთ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი პატარა ქვეყანა ნახონ მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეული და უნიკალურია.

ეს არ არის საკმარისი შთაბეჭდილება იმასთან შედარებით რაც მან უნდა დახარჯოს დროის თუ ფინანსურ ნაწილში. ამიტომ ვფიქრობ უნიკალური შანსი გვაქვს იმისთვის, რომ კავკასია როგორც რეგიონი წარმოვაჩინოთ შორ ბაზრებთან ურთიერთობისას. ახლო ბაზრებს რაც შეეხება სპარსეთის ყურის ქვეყნების გვაქვს 2-3სთ-ის ფრენის მანძილზე, რომლებსაც აქვთ მუდმივი საჭიროება სიმწვანის და სიგრილის. სწორი სტრატეგიის პირობებში ჩვენ შეგვიძლია რომ მუდმივად დატვირთული იყოს ეს ქვეყანა, წლის ოთხივე სეზონზე.“ - განაცხადა წერეთელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები