საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი ჩიტაძის განცხადებით, საქართველოს შეუფერხებელი ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ყველას ვალდებულება და მისიაა.
ასე ეხმაურება გიორგი ჩიტაძე facebook-ის პირად გვერდზე "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
"მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას ვემსახურები... ძალიან ბევრ ადამიანზე უკეთ მესმის ეს რას ნიშნავს... ისიც კარგად ვიცი, ამის გარეშე რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა!!! რუსეთი ჩვენი მტერია!!! ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების მტერია!!!
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ისტორიის და ჩვენი გმირების შემხედვარე, ვთვლი, რომ არავის აქვს უფლება ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხის საუკუნოვან მისწრაფებაზე და კონსტიტუციაზე მაღლა დააყენოს საკუთარი თავი!!!
საქართველოს შეუფერხებელი ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ყველას ვალდებულება და მისიაა“, - წერს გიორგი ჩიტაძე.
ინფორმაციისთვის: "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლების და იუსტიციის სამინისტროების ასობით თანამშრომელი.