ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
გიტანას ნაუსედა აღნიშნავს, რომ ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეშფოთებების განხილვა უნდა მოხდეს.
"საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეშფოთების განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს. ქართველებს აქვთ დემოკრატიული არჩევნების უფლება.
ლიეტუვა გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას. არავის აქვს უფლება მათ ეს წაართვას!",- წერს გიტანას ნაუსედა.
Spoke on the phone with 🇬🇪 President @Zourabichvili_S.
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) October 28, 2024
Concerns about parliamentary election fraud must be addressed. Georgians have the right to democratic elections.
🇱🇹 will continue supporting the European dream of the Georgian people. Nobody has the right to take it away!