მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არავის გულის მოგება არ გვჭირდება” - სებ-ი კომერციულ ბანკებზე

ეროვნული ბანკი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა განმარტავს, რომ წინა მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიასა და ამით კომერციული ბანკების გულის მოგებას სებ-ი არ აპირებს.

“ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, ვახორციელებთ პოლიტიკას, რომელიც არის მიმართული ფასების დონის სტაბილურობის, ფინანსური სისტემის გამჭვირვალობისა და მდგრადობისა და საშუალოვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ. არავის გულის მოგება ჩვენ არ გვჭირდება. შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკა ყოველთვის უნდა იყოს კონკრეტული ეკონომიკური ციკლის ამა თუ იმ ეტაპის ადეკვატური.

ამ ვითარებაში, როდესაც ინფლაცია უკვე რამდენიმე თვეა, მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალია, ეკონომიკური ვითარება მდგრადია, მაჩვენებლები ჯანსაღი და ჩვენი საფინანსო სისტემაც მდგრადია ადეკვატური ბუფერებითა და აქტივების ხარისხით - ეს არის შესაძლებლობა, როცა ნებისმიერი ქვეყნის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას განიხილავს და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ”, - აცხადებს ნათია თურნავა.

მისი თქმით, სებ-ის მონეტარული პოლიტიკა არსებული ეკონომიკის შესაბამისია და, მიუხედავად გარკვეული სუბიექტების წინააღმდეგობისა, ამ პოლიტიკის გატარება არსებული ეკონომიკური ვითარების შესაბამისად გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები