მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს?

2323

შანხაიში გამართული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს შეხვდა.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის საკითხები, ფინანსური ბაზრებისა და სერვისების მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე, აღინიშნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გასულ წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი.

„ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინანსურ ბაზრებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ფინანსური სერვისების განვითარებით მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მათ შორის, საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით“, - დასძინა ნათია თურნავამ.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

„ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, რაც ქმნის მყარ საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ საფინანსო სექტორში“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ჩინეთს შორის ფინანსური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.

წელს ჩინეთთან ექსპორტ-იმპორტი 45%-ით გაიზარდა|რით ვვაჭრობთ სტრატეგიულ პარტნიორთან?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები