მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არავის მოგვწონს ის ვითარება, რაც მეტროსადგურებშია - კახა კალაძე

კახა კალაძე

არავის მოგვწონს ის ვითარება, რაც მეტროსადგურებშია - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში სხდომაზე განაცხადა, სადაც კახა კალაძე მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს და 2025 წლის თბილისის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ საცობები გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებების გარეშე უნდა გადაადგილდებოდეს.

„გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად. ზოგადად, მეტროსადგურების განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არავის მოგვწონს ის ვითარება, რაც მეტროსადგურებშია. სამწუხაროდ, ქართულ კომპანიებს პრობლემები აქვთ ამ თვალსაზრისით. ტენდერი მოგვცემს საშუალებას საერთაშორისო კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოებში. გამოცხადდა ტენდერი თანამედროვე სტანდარტების 98 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად, დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნება დახარჯული. 2019 წელს განხორციელდა 278 მილიონი მგზავრობა მეტრო-ავტობუსით, ხოლო ეს რიცხვი 2024 წელს გაიზარდა 320 მილიონამდე. ასევე 4.5-ჯერ გაიზარდა 2019 წელთან შედარებით მიკროავტობუსებში მგზავრობა, 20 მილიონიდან 84 მილიონ მგზავრამდე გაიზარდა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი. ყველაზე კომფორტული იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ საცობები გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებების გარეშე უნდა გადაადგილდებოდეს“,- აღნიშნა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები