მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არავის უნდა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით რიგითი მოქალაქეები დაისაჯონ" - ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება შესაძლებელია, თუმცა [ევროკავშირში] არავის სურს, რომ ამის გამო საქართველოს რიგითი მოქალაქეები დაისაჯონ - ამის შესახებ ელჩმა სტუდენტებთან შეხვედრისას, მათ კითხვებზე საპასუხოდ ისაუბრა.

“მაგიდაზე რამდენიმე ოფცია დევს. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვინმე კონკრეტულად უნდა დასანქცირდეს, ამისათვის 27 წევრი ქვეყნის თანხმობა უნდა მიიღწეს. არავის უნდა დაისაჯოს მოსახლეობა, რიგითი მოქალაქეები, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, პირადად ვაჟღერებ მყარ პოზიციას, რიგითი მოქალაქეები არ უნდა დაისაჯონ ამ გზით, ინდივიდუალური სანქციები რთულია, თუმცა არა - შეუძლებელი”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

სტუდენტებთან შეხვედრაზე ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა 9 დათქმის შესრულების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო სხვაგვარად პროგრესს ვერ მიაღწევს.

“წინა წელს აღვნიშნეთ ისტორიული მონაპოვარი, კანდიდატის სტატუსი, ევროინტეგრაციის პროცესის სრულყოფის მიზნით საქართველოს დაუწესდა 9 პუნქტის შესრულების ვალდებულება. ამ პუნქტების შესრულების გარეშე პროცესის სრულყოფა ვერ მოხდება. ამ კანონის გაწვევის გარეშე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლა შეუძლებელია.

რამდენად დიდია ჩვენი მხარდაჭერა? ძალიან დიდი. ვერ გექნებოდათ კანდიდატის სტატუსი, ჩვენ რომ არ გვინდოდეს, ერთ-ერთი ჩვენგანი იყოთ”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები