მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„არავითარი საფუძველი არ არსებობს“ - ღარიბაშვილი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

62e3bc0c7a314
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.22 15:00
524
„თქვენი განცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს“ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში.

პრემიერი თვლის, რომ საზოგადოებას ამის შესახებ სრული ინფორმაცია აქვს.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია. მან ვრცლად განმარტა მოტივაცია, რატომ დატოვა პოლიტიკა შარშან, შესაბამისად ყოველგვარი სპეკულაცია, უბრალოდ სპეკულაციაა და თქვენი განცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის წერილშიც ნათლად და მკაფიოდ არის ახსნილი მისი ხედვა, მოტივაცია და პირადი საქმე და ვფიქრობ, საზოგადოებას ამ საკითხზე სრული ინფორმაცია აქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები