მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არბიტრაჟში მიმართვიანობა გაზრდილია, GIAC-ის მიერ განხილული დავების 60-70% საერთაშორისოა - ბექა ინჯია

ბექა ინჯია

„საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრში” აცხადებენ, რომ საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის მიმართ ინტერესი მზარდია.

როგორც ცენტრის გენერალურმა მდივანმა, ბექა ინჯიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ბიზნესის მხრიდან არბიტრაჟში მიმართვიანობა გაზრდილია და მათ მიერ განხილული კომერციული დავების 60-70% საერთაშორისოა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც უცხოურია.

“არბიტრაჟში მომართვიანობა და დავების რაოდენობა მომატებულია, განსაკუთრებით საერთაშორისო დავებთან მიმართებაში. ჩვენი ცენტრის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, განხილული კომერციული დავების 60-70% საერთაშორისოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარე მაინც უცხოურია. ზუსტად ეს იყო ჩვენი ინსტიტუტის მიზანიც, რომ ქართულ კომპანიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ უცხოელ პარტნიორებთან დადებულ ხელშეკრულებებში დავების გადაწყვეტის ეს მექანიზმი გამოიყენონ”, - განაცხადა ბექა ინჯიამ.

მისივე განცხადებით, არბიტრაჟის ინსტიტუტისთვის გამოწვევად კვლავ რჩება არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროული ცნობა-აღსრულების საკითხი, რაც თავის მხრივ, გადატვირთულ სასამართლო სისტემას უკავშირდება.

“რაც შეეხება აღსრულებას, რა თქმა უნდა, გაჭიანურებული ვადები არის, ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს სასამართლოს გადატვირთულობით. ასევე აღსანიშნავია, რომ თუკი ჩვენ ადრე გამოწვევები გვქონდა დავის შინაარსში ჩარევების მიმართულებით, ამ პრობლემას ახლა უკვე ნაკლებად ვხვდებით. ამ ეტაპზე გაჭიანურების საკითხები უფრო მეტად პრობლემურია”, - განაცხადა ბექა ინჯიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები