მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„არც ერთი ინვესტორი ამ პირობებში ჩვენი ქვეყნისკენ არ გამოიხედავს“ - ლევან ყარალაშვილი

602e3eb9ea616
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.21 15:00
1069
არც ერთი ინვესტორი და არც ერთი ნორმალური ბიზნესი დღეს ამ ქვეყნისკენ არ გამოიხედება, - ასე აფასებს "თბილისი ცენტრალის" დირექტორი ლევან ყარალაშვილი გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან გადადგომას.

მისი თქმით, მის კომპანიას, რომელსაც 1 მლრდ ლარის ევროპული ინვესტიცია აქვს საქართველოში ჩადებული, დღეს არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის გამო დამატებითი ინვესტიციების გაკეთებაზე ვერ დაელაპარაკება. 

„პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის აღგდენის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, ამიტომ საბოლოო ჯამში ეს კონფლიქტი და პრობლემა უნდა გადაწყდეს, ყოველ შემთხვევაში რაღაც გზა მაინც უნდა ინახოს. რეალურად არც ერთი ინვესტორი და არც ერთი ნორმალური ბიზნესი დღეს ამ ქვეყნისკენ არ გამოიხედება. უზარმაზარი ჯგუფი ვართ და წარმოვადგენთ ევროპულ ინვესტიციას, დაახლოებით 1 მლრდ ლარი გვაქვს საქართველოში შემოტანილი. დღეს რა უნდა ვუთხრა მათ, როცა ელემენტარულ პროგნოზს ვეღარ ვაკეთებთ, საით მივიდვართ?!

ვინც არ უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი, ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. უფრო ფართო გადაწყვეტილებაა მისაღები პოზიციასა და ოპოზიციას შორის, რომ ეს "ვაქხანალია" დასრულდეს. ამის გარეშე არანაირი წინაპირობა ქვეყნის ნორმალურ რელსებზე დაბრუნების, არ არსებობს“, - ამბობს თბილისი ცენტრალის დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები