მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკონომიკური ზრდის სტაბილურობა ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რაც დიდად არ გაგვაჩნია“

63bee3ae5ab73
ალა ისპირიანი
11.01.23 20:09
592
"თბილისი ცენტრალის" დირექტორის თქმით, ეკონომიკური ზრდის სტაბილურობა ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რითაც ქვეყანა დიდად ვერ დაიკვეხნის.

ლევან ყარალაშვილმა გადაცემა „ საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არარეალურია და ამის ნამდვილად მისაღებად, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვაა აუცილებელი.

„მოვერიდებოდი ხმამაღლა იმაზე ლაპარაკს, რომ ეს რეალური ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ ზრდა უდავოდ არის. რამდენად იქნება ეს ზრდა სტაბილური დამოკიდებულია ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც სამწუხაროდ დიდად არ გაგვაჩნია. ეს მომენტი იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ მომავალი წლებისთვის მოვემზადოთ და რეალურ ეკონომიკურ ზრდას საფუძველი ჩაუყაროთ. ეს გულისხმობს, რომ გავაქტიურდეთ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ახალი ბიზნესების შემოყვანის კუთხით და ახალი საწარმოო პლატფორმების შექმნის მიმართულებით.

ასევე ვფიქრობ, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დღეს თაროზე შემოდებული, რომლის განხორციელება ჩვენთვის ძალიან კრიტიკული იქნებოდა“, - განაცხადა "თბილისი ცენტრალის" დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანამ 2022 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა. 

ინფორმაციისთვის ასევე გეტყვით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკის 4%-იან ზრდას პროგნოზირებს, ყველაზე პოზიტიური მოლოდინები კი აზიის განვითარების ბანკს აქვს, ADB-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები