მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

63bd088af2f8d
გიორგი თოლორდავა
10.01.23 10:54
2058
გასულ 2022 წელს საქართველო, დიდი ალბათობით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს, რაც რეგიონსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსოფლიოს მასშტაბით რეცესიული რისკების ზრდის მიუხედავად, გარე ფაქტორების წყალობით, გასული წელი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რასაც თითქმის ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია აღიარებს.

ექსპერტების შეფასებით, მიმდინარე 2023 წელი მსოფლიოსათვის გამოწვევებითა და მოულოდნელობებით აღსავე წელი იქნება. რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი ჯერაც გადაუჭრელია, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები იძაბება, რეკორდულად მაღალი ინფლაციისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე კი დასავლეთი რეცესიის საფრთხის წინაშე დგას.

მიუხედავად საკმაოდ რთული გლობალური ვითარებისა, ექსპერტები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვარაუდობენ, რომ 2023 წელი საქართველოსთვის საკმაოდ კარგი შედეგის მომტანი იქნება და არსებობს იმის შანსიც, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 6%-ით გაიზარდოს.

მთავრობის ოფიციალური პროგნოზით, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა სახელმწიფო ბიუჯეტი, მიმდინარე წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ეროვნული ბანკი კი მიიჩნევს, რომ 2023 წლისთვის ყველაზე რეალისტური მშპ-ის 4%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკის 4%-იან ზრდას პროგნოზირებს, ყველაზე პოზიტიური მოლოდინები კი აზიის განვითარების ბანკს აქვს, ADB-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.


გთავაზობთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს ორგანიზაციების მიხედვით:


მთავრობის ოფიციალური პროგნოზი:
+ 5.0%

საქართველოს ეროვნული ბანკი:
+ 4.0%

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF):
+ 4.0%

მსოფლიო ბანკი (WB):
+ 4.0%

აზიის განვითარების ბანკი (ADB):
+ 6.0%

გალტ & თაგარტი:
+ 4.8%

თიბისი კაპიტალი:
+ 3.5%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები