მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არცერთ ჩვენს წამოწყებას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონია, რამე გაფუჭდა ამით?! - კალაძე

63aab4bf91801
BM.GE
27.12.22 13:06
467
ვერც ერთი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა იყოს, ვერ შეძლებს, შეაჩეროს პროექტები, რაც თბილისის კეთილდღეობისკენაა მიმართული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს, თბილისი განვითარებასა და აღმშენებლობას განაგრძობს.

„არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს. 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას მათი მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია. რამე გაფუჭდა ამით?! ქალაქი განაგრძობს განვითარებას, აღმშენებლობას. ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა იყოს, ვერ შეძლებს, შეაჩეროს პროექტები, რაც თბილისისა და თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ბიუჯეტი 2023 - რაში დაიხარჯება 1,768 მლრდ ლარი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები