მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა - მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი
04.10.25 12:20
337

"ქართული ოცნების" არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ არჩევანის გაკეთება გაუმარტივდა. მან ამის შესახებ მედიასთან საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

"გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ვიქნები გულწრფელი საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა. სამწუხაროდ, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, ჩვენ მოქალაქეებს, მათ, ვისაც სწამს ჩვენი სამშობლოსი, სახელმწიფოსი, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მადლობა გადავუხადო, იმ ადამიანებს, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია, მინდა, ყველას განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო",- ამბობს ყაველაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები