მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნები 2024 - ბიზნესის ხმა

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ამის მთავარი მიზეზი კი გახლავთ ის, რომ არჩევნები იმართება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ და ამ არჩევნების ჩატარების ხარისხი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს ევროინტეგრაციის გზაზე;

საპარლამენტო არჩევნებს რეფერენდუმად მოიხსენიებენ არჩევნებში ჩართული მხარეები. მმართველი გუნდი მას ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანს უწოდებს, ხოლო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები ამ არჩევნებს ევროპულ მომავალსა და რუსეთს შორის რეფერენდუმად მიიჩნევენ.

პოლიტიკურ აქტორებთან ერთად, წლევანდელ არჩევნებს ურთულეს პირობებში ხვდება სამოქალაქო საზოგადოებაც. საქართველოს პარლამენტის მიერ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, იგივე რუსული კანონი, ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების არსებობისთვის ქვეყანაში.

რას ფიქრობს მოახლოებულ არჩევნებზე ბიზნესი?

სტუმარი: მალხაზ კუნელაური - კომპანია "ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები