მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არჩევნები არ შედგა, გვერდით უნდა დაგვიდგეთ" - პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს

ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მიმართავს და მოუწოდებს, გვერდით საზოგადოებას დაუდგნენ, ვინაიდან მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, პარტნიორები საქართველოს მომავლის დაცვას არალეგიტიმურ მთავრობასთან რაიმე კავშირების დამყარებით ვერ შეძლებენ და ისევე უნდა დაუდგნენ გვერდით საზოგადოებას, როგორც მთავრობის მიერ "რუსული კანონის" მიღების მცდელობის დროს.

"ასევე მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს - ევროპელებს, ამერიკელებს. მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა და ძალიან მადლობელი ვართ ყველანი ამ განცხადებებისთვის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს, მისი მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის, მისი ევროპული მომავლის დაცვა, ესაა ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირების დამყარება, რითაც ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას. როგორც დაიცავით საქართველო, როდესაც ხელისუფლებას უნდოდა, რომ "რუსული კანონი" მიეღო, რომელიც მიიღო, და დადექით მოსახლეობის მხარეს, ასევე ამ არჩევნების შემდეგ უნდა დაგვიდგეთ ჩვენ, საზოგადოებას გვერდით იმიტომ, რომ ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს",- თქვა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები