მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპები დაირღვა, რის გამოც, ამ არჩევნებს არც ცივილიზებული სამყარო, არც ოპოზიცია არ აღიარებს.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის შემდეგ, ახლა თავად აჯამებს არჩევნებს.

"არჩევნებს არ აღიარებს თავად პრეზიდენტი, არც ერთი ოპოზიციური პარტია და, მაშასადამე, არც ერთი არ ცნობს ამგვარად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას, არ აღიარებს ამ არჩევნებს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და აგრძელებს თავის სამართლიან პროტესტს.

არ აღიარებს ამ არჩევნებს სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები, შიგნით და გარეთ თავს იკავებენ, რომ ამ არჩევნებს სამართლიანი და თავისუფალი უწოდონ და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავიდა უკვე მესამე კვირა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები და ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განიხილავენ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები