მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნები რუსეთსა და დასავლეთს შორის მკაფიო არჩევანის აღქმით – Reuters

როიტერსი

„საქართველოს მოქალაქეები მიდიან არჩევნებზე, რომლებსაც ორივე მხარე აღწერს, როგორც ეგზისტენციურ ბრძოლას, რომელმაც უნდა განსაზღვროს, რა გზას აირჩევს საქართველო – დასავლეთთან ინტეგრაციას თუ მოსკოვისკენ გადახრას“ – ასე ხსნის თავის სტატიას Reuters-ი საქართველოს არჩევნების შესახებ.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „2022 წელს, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში "ქართულმა ოცნებამ" მნიშვნელოვნად დახია ქვეყანა უკან, რუსეთის ორბიტისკენ და დასავლეთი ომში ჩათრევისთვის დაადანაშაულა. ოპოზიცია ამ შემობრუნებას ქვეყნის ევროპული მომავლის ღალატს უწოდებს“.

Reuters-ი ცალკე ქვეთავს უთმობს გლობალური ომის პარტიას და წერს, რომ „ქართული ოცნების დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებს ეგზისტენციური ბრძოლა დაარქვა. ამ ბრძოლის მიზანი კი მისთვის, დასავლეთში "გლობალური ომის პარტიის’ პრევენციაა, რომ თბილისი პირდაპირ კონფლიქტში არ ჩაითრიოს მოსკოვთან“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები