ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს უდიდეს ჩიპების მწარმოებელს, Taiwan Semiconductor Manufacturing Co-ს დაავალა, რომ ჩინელი მომხმარებლებისთვის ჩიპების მიწოდება შეწყვიტოს, რომლებიც ხშირად ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებში გამოიყენება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters, წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა TSMC-ს წერილი გაუგზავნა, სადაც საექსპორტო შეზღუდვებს ჩინეთისთვის განკუთვნილი 7 ნანომეტრიანი ან უკეთესი პროცესის ტექნოლოგიის მქონე კომპლექსურ ჩიპებზე აწესებს. ასეთი ტიპის ჩიპები ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლებში და გრაფიკული დამუშავების ერთეულებში (GPU) გამოიყენება.
შეზღუდვები ორშაბათიდან, 11 ნოემბრიდან ამოქმედდება.
მოხსენება კომპანიაში მას შემდეგ მივიდა, რაც TSMC-მა კომერციის დეპარტამენტს აცნობა, რომ მისი ერთ-ერთი ჩიპი, Huawei AI-ს პროცესორში იპოვეს. კვლევითმა ფირმა Tech Insights-მა პროდუქტი დაშალა.