ჩინეთი მიიჩნევს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა. ამის შესახებ დღეს, პეკინში გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ჯიანმა განაცხადა.
პრესკონფერენციაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე კითხვის საპასუხოდ, მან აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა იმუშაოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისთვის.
„ჩინეთმა აღნიშნა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა. ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს ყოველთვის პატივს სცემს და გულწრფელად იმედოვნებს საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისთვის",- თქვა ლინ ჯიანმა.