მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნები თურქეთში - გავლენა რეგიონზე

BM.GE
15.05.23 16:20
225
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა, თუმცა გამარჯვებულის გარეშე. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო უბნების 98%-ზე მეტი დათვლილია, თუმცა 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელსაც 49,24% აქვს. მან 26 მილიონზე მეტი ხმა მიიღო. ამასთან, ერდოღანი მარცხდება სამ უდიდეს ქალაქში – ანკარაში, იზმირსა და სტამბოლში. მეორე ადგილზეა ექვსი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ – 45, 06%-ით. მან 23 მილიონზე მეტი ხმა მიიღო. მესამე ადგილზეა სინან ოღანი – 5,28%-ით. მას მხარი დაუჭირა ორ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა. რას ნიშნავს თურქეთის არჩევნები რეგიონისთვის, რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა დღეს თურქეთი და რა მოლოდინებია გარდაუვალ მეორე ტურში?

სტუმარი: ოსმან ჩალიშქან -მჟავანაძე - "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები