მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნების გამო, ბრაზილიის საფონდო ბირჟა 30%-ით დაეცა

სილვა

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუის ინასიო ლულა და სილვას გამარჯვების შემდეგ, ქვეყნის ფინანსურმა ბაზარმა კოლაფსი განიცადა. სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე წამში, ქვეყნის ძირითადი საფონდო ინდექსი 30%-ით დაეცა, რომლის შემდეგაც მთავრობამ საფონდო ბირჟა დახურა.

უკიდურესი გაუფასურება ფიქსირდება ეროვნულ ვალუტასთან მიმართებითაც, რომელმაც ერთ დღეში ღირებულების 12% დაკარგა და ამჟამად ბრაზილიური რეალი მსოფლიოში ყველაზე აგრესიულად გაყიდვადი ვალუტაა.

არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ფინანსური სექტორის წარმომადგენლები საბიუჯეტო ხარჯების ზრდას ვარაუდობენ. ამასთან, ბაზრის მოთამაშეები ეროვნული ვალის შემცირებასა და საპროცენტო განაკვეთების დასტაბილურებას გამორიცხავენ.

რაც ყველზე უარესია, ინვესტორებმა ყველანაირი ნდობა დაკარგეს ბრაზილიის მიმართ და ახლა უკვე ქვეყანას არასაინვესტიციო გარემოდ განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები