მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნების პირველადი შედეგები, ხმის მიცემის დასრულებიდან 1.5 საათში შეიძლება იყოს - "ცესკო"

ცესკო

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს განსხვავებული ფორმატით ტარდება.

ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი BMGTV-ს გადაცემაში "ანალიტიკა" საუბრობს, რომ ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც თითქმის ეროვნული მასშტაბით პირველად მოხდება, 2018 წლიდან წინ 8 პილოტი უძღვოდა.

მისი ინფორმაციით, ამ პილოტებმა ცესკოს საშუალება მისცა, რომ რისკებისა და საფრთხეების, ამასთან გამოსასწორებელი საკითხების იდენტიფიცირება უზრუნველყო.

კალანდარიშვილის ვარაუდით, პირველადი შედეგების გაგება, ხმის მიცემის დასრულებიდან სავარაუდოდ 1.5 საათში შეიძლება იყოს შესაძლებელი .

„26 ოქტომბერს ამ ტექნოლოგიის გამოყენება თითქმის ეროვნული მასშტაბით, პირველად მოხდება. ამას წინ 8 პილოტი უძღვოდა, რომელიც 2018 წლიდან დღევანდელს დღემდე ჩატარდა. ცხადია, მასშტაბები ამ პილოტებისა იყო რიგ შემთხვევაში მცირე, მაღალი და დაბალი კონკურენციის პირობებში. მაგრამ რეალური არჩევნების პირობებში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება მოგვეხდინა და საკითხების გაუმჯობესების საშუალება მოგვცემოდა.

ჩვენს ინსტიტუციაში 4 სამუშაო პლატფორმა შევქმენით. დიალოგის პლატფორმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან , მედიის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან, სადაც რეგულარულად ვიკრიბებით, მათ რეკომენდაციებს, მიგნებებს ვუსმენთ. არაერთი რეკომენდაცია, რომელიც გაჟღერდა მათ ანგარიშებში თუ სამუშაო ჯგუფებში, შეძლებისდაგვარად გავითვალისწინეთ, რამაც იმის შესაძლებლობა მოგვცა, რომ პროცესი ისე განგვევითარებინა, რომ ყველა რისკი გათვალისწინებულია.

ტექნიკაა და რისკის ალბათობა არსებობს. მაგალითად, რომ ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია, რომ არსებობდეს შესაბამისი რისკების მართვის პროგრამა, გეგმა, რომელიც უზრუნველყოს იმას, რომ კენჭის ყრა შეუფერხებლად გაგრძელდეს. ჩვენ ეს გეგმაც გვაქვს”,- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

კალანდარიშვილის ცნობით, დროის აჩქარების მიზნით, ხმის მთვლელ აპარატთან და სხვა ტექნოლოგიურ კომპონენტთან ერთად, მესამე კომპონენტი, პლანშეტური საშუალებებიც დაემატა.

მისი ცნობით, მას შემდეგ, რაც ხმის მთვლელი აპარატი წინასწარ მონაცემებს, ქვითრისებრ დოკუმენტს ამობეჭდავს, მას ყველა იქ მყოფი უფლებამოსილ პირი გაეცნობა და ის საჯაროდ გამოიკვრება. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება საარჩევნო უბნიდან მისი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაგზავნა.

"განვლილი პილოტების ანალიზის შედეგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველად წინასწარ მონაცემებს საღამოს 9 საათიდან, 10-ის ნახევრამდე პერიოდში შეგვიძლია ველოდოთ, რაც იქნება მნიშვნელოვანი მონაპოვარი და წინ გადადგმული ნაბიჯი",- ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები