მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნების შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ქართველებს ესმით დამოუკიდებელი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობა - დსთ-ის გენმდივანი

დსთ

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გენერალური მდივანი სერგეი ლებედევი აცხადებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ამომრჩევლებისთვის ესმით დამოუკიდებელი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობა და მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შორის რუსეთთან თანამშრომლობა.

„[არჩევნების შედეგების] დასკვნა, თავისთავად მოდის და ეს ლოგიკურია: ხალხს ესმის ქართველი ერისთვის დამოუკიდებელი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს პასუხობს. იმაში კი, რომ მეზობლებთან, სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ჩრდილოელ მეზობლებთან, პირველ რიგში კი, რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოს ხალხის ინტერესებს პასუხობს - ამაში ეჭვსაც ვერ შევიტანთ“, - განუცხადა ლებედევმა ჟურნალისტებს.

მისი სიტყვებით, ისინი, ვინც საპირისპიროს ამტკიცებენ ან გაცნობიერებულად ამახინჯებენ სურათს, ან რეალობისგან შორს არიან.

„არ შემიძლია კმაყოფილებით არ ვთქვა, რომ „ქართული ოცენების“ ყველა განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი რუსეთთან და დსთ-ის სხვა წევრ ქვეყნებთან კავშირების აღდგენისთვის არიან განწყობილნი, და რომ ისინი ახლა სანქციების წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც რუსეთსა და ბელარუსს ემუქრება, არ შეიძლება გაგვახაროს, რადგან ეს თავად ქართველი ხალხის ინტერესებს პასუხობს“, - განაცხადა დსთ-ის გენერალურმა მდივანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები