ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში დაწერა.
ლაიენი აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდგომი მდგომარეობა შემაშფოთებელი რჩება და ევროკავშირისკენ სტრატეგიული ორიენტაციის შესანარჩუნებლად საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის ხელისუფლებისგან, შესაბამის გზას კი გაფართოების ანგარიში აჩვენებს.
"ახლახან ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს.
არჩევნების შემდგომი სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელი რჩება.
თუ საქართველოს სურს შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირისკენ, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლებისგან.
ევროკავშირის გაფართოების ანგარიში აჩვენებს გზას",- წერს ლაიენი.
Just spoke to President @Zourabichvili_S
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) November 4, 2024
The situation following the elections remains concerning.
If Georgia wants to keep a strategic orientation towards the EU, we need concrete actions from the leadership.
Our enlargement report shows the way.
შეგახსენებთ, როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირისკენ სვლის განსაახლებლად პოლიტიკური ნების გამოვლენის პირველი ნაბიჯი "რუსული კანონის" და ანტი LGBT კანონების გაუქმება იქნება. ამის შესახებ მან ევროკავშირის გაფართოების 2024 წლის ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.