მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბელგიის პრემიერი გადადგა

დე კროო

ეროვნულ და ევროპულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ბელგიელმა ამომრჩევლებმა ევროკავშირის არჩევნებთან ერთად, ფედერალურ და რეგიონულ არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა.

დე კროოს ფლამანდურ-ლიბერალური პარტია, Open VLD, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატაში მანდატების თითქმის ნახევარს დაკარგავს. ვარაუდობენ, რომ მემარჯვენე ნაციონალისტური ახალი ფლამანდური ალიანსი (N-VA) პირველ ადგილს დაიკავებს, ხმების 17%-ით.

"ჩვენთვის ეს განსაკუთრებით რთული საღამოა. ჩვენ წავაგეთ. ხვალიდან მე დავტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას", - განაცხადა დე კროომ კვირას, მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას.

დე კროო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება ახალი კოალიციის შექმნამდე, რომელიც ამჟამად შვიდ პარტიას მოიცავს.

ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს მიმდინარეობდა. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს ირჩევს.

არჩევნების შედეგების გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები