მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

მაკრონი

მაკრონმა განაცხადა, რომ პარლამენტის დათხოვნისა და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

მიზეზი, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებია.

საფრანგეთის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ (RN) კანდიდატები ლიდერობენ, რომლის სიის სათავეშიც ჯორდან ბარდელაა. წინასწარი შედეგებით, მათ ევროპარლამენტის არჩევნებში ხმების 30%-ზე მეტი მიიღეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია „რენესანსი“, რომლის კანდიდატთა სიის სათავეში ვალერი ჰეიერია, 15,2%-ით მეორე ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები