მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გავაანალიზოთ, რა გამოხატა საზოგადოებამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ მშვიდობიანი პროტესტი ძარცვასა და არეულობასთან - მაკრონი

EPC-ის მე-8 სამიტი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვალ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრას უხელმძღვანელებს, რომლის მიზანიც „იმ ადამიანების მხარდაჭერის მობილიზებაა, ვინც რთულ პერიოდს გადის“.

მაკრონის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაანალიზოს პროტესტის მიზეზები, რადგან ასობით ათასი მოქალაქე ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნებით გამოვიდა.

„უნდა გავაანალიზოთ, თუ რა გამოხატა საზოგადოებამ. ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე გამოვიდა ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ დემონსტრაციები მათთან, ვინც ნივთებს ამსხვრევდა, არეულობას იწვევდა და ძარცვავდა“, - აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ესმის მოსახლეობის სამართლიანი პრეტენზიები ცხოვრების ხარჯებსა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

„არსებობს სამართლიანი პრეტენზიები ცხოვრების ხარჯებსა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ამის მრავალი მიზეზი სპარსეთის ყურის ომს უკავშირდება; საფრანგეთი მასში არ მონაწილეობდა, თუმცა შედეგებს ჩვენ ვიმკით. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას. ეს შეშფოთება ევროპის ბევრ სხვა დედაქალაქშიც არსებობს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, მაკრონის თქმით, არეულობასა და ძალადობაზე გამოძიება „მაქსიმალური გულმოდგინებით“ ჩატარდება, ხოლო სამართლებრივი რეაგირება სამაგალითო იქნება.

„ჩვენ პროკურატურას მოვუწოდეთ, გამოიჩინოს მაქსიმალური სიმკაცრე. მათ, ვინც ნივთებს ამტვრევდნენ და ძარცვავდნენ, ზარალი უნდა აანაზღაურონ, ისინი პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე“, — დასძინა ემანუელ მაკრონმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები