ამერიკელი სენატორი, როჯერ უიკერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართველმა ამომრჩევლებმა კანონიერი პროცესის ნაცვლად ფარსი მიიღეს.
სენატორი არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არჩევნების მანიპულაცია არა მხოლოდ დარტყმაა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, თუ აღიარება მოხდება, დასასრულია ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.
“გასულ შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა, რათა საკუთარი დემოკრატიული უფლება გამოეყენებინათ შემდეგი მთავრობის ასარჩევად. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, რაც მათ მიიღეს, იყო ფარსი. ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოეთხარა ყოვლისმომცველი დარღვევებით, მათ შორის დაშინებით, ძალადობით, ხმების ყიდვით და შედეგებით, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა სანდო დამოუკიდებელი წინასაარჩევნო გამოკითხვების და ეგზიტპოლებისგან, ისევე როგორც წინა არჩევნების ტრენდებისგან.
ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ხალხის ნებას არ ასახავდა.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მოსკოვის მხარდაჭერილი "ქართული ოცნების" პარტია ფიქრობს, რომ რუსეთთან და მის ავტორიტარულ ღერძთან ერთად, შეუძლიათ დაიცადონ, სანამ აშშ და საქართველოს დემოკრატიული მოკავშირეები [დაიღლებიან]. ისინი ცდებიან.
არჩევნების მანიპულაცია არა მხოლოდ დარტყმაა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, თუ აღიარება მოხდება, დასასრულია ქვეყნის დიდი ხნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და შესაძლოა, მისი სუვერენიტეტისთვისაც კი. ეს საარჩევნო თაღლითობაა, და მის არალეგიტიმურ შედეგებს უნდა დაუპირისპირდეს სიცხადე და ნება. ვიდრე “ქართული ოცნება” არადემოკრატიული ზომებით და მოძალადე ავტორიტარების დახმარებით ძალაუფლებას ებღაუჭება,მოიმკის დაგმობას და იზოლაციას, რომელსაც სავსებით იმსახურებენ", - აცხადებს სენატორი.
🇬🇪 Following this weekend's parliamentary elections in which the Georgian people's democratic choice was undermined, Georgia's democracy, Euro-Atlantic aspirations, and sovereignty are on the line. pic.twitter.com/B7ApwRczTS
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) October 31, 2024