მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ მარშანია: ექიმი რომ ანტივაქსერულ განცხადებას აკეთებს, სიგიჟეა

6055c0bf22e0a
ინგა მურუსიძე
20.03.21 13:43
6327
ექიმის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას განცხადებით, მედიცინის განვითარების ისტორიაში ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო პრეპარატია, რომელიც კაცობრიობამ გამოიგონა. ამის შესახებ მან #BMGDRIVE-ში სტუმრობისას ისაუბრა.



თუმცა მისი თქმით, "გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინას იკეთებს ჯანმრთელი ადამიანი, ექიმები მეტს სიფრთხილეს იჩენენ და საბოლოოდ, მეტი სიფრთხილე ხშირად გადადის დეზინფორმაციაში".

„ყოფილა შემთხვევა, როცა ექიმები ეუბნებიან პაციენტებს, ჩემს შვილს არ ვცრი და შენ როგორც გინდა, ისე გააკეთე... ვაქცინა არის პრეპარატი. ექიმი რომ ანტივაქსერულ განცხადებას აკეთებს, ეგ საერთოდ სიგიჟეა; არ ვიცი, როგორ შეიძლება ექიმი ანტივაქსერი იყოს, მაგრამ ასეც ხდება“, - ამბობს არჩილ მარშანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები