მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ თალაკვაძემ და ადამ კინზინგერმა COVID-19-თან დაკავშირებით ისაუბრეს

5e7afe97be730
ნათია თაქთაქიშვილი
25.03.20 10:46
846
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და რესპუბლიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფომაციას კონგრესმენი Twitter-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, მას საქართველოს პარალმენტის თავჯდომარესთან კორონავირუსთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი და ასევე განიხილეს ეკონომიკური გამოწვევები.

ადამ კინზინგერმა, რომელიც აშშ კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე ეტაპზე სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ.

"სატელეფონო ზარი მქონდა არჩილ თალაკვაძესთან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე. ასევე ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ყველა ვდგავართ. ჩვენი მეგობრობა და კავშირი ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის", - წერს კინზინგერი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები