მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩილ თალაკვაძის დაცვის წევრს COVID-19 დაუდასტურდა, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაშია

5f4ba7b2922ee
BM.GE
30.08.20 17:17
1719
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. მათი პასუხი უარყოფითია, თუმცა ეპიდემიური უსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში.​

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები