არგენტინის მთავრობამ Colgate-ის კბილის პასტის ერთი ხაზის, Total Active Prevention Clean Mint-ის გამოყენება, დისტრიბუცია და რეკლამირება აკრძალა მას შემდეგ, რაც ქვეყნის მედიკამენტების, საკვებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების მარეგულირებელმა ორგანომ მომხმარებლებისგან არაერთი განცხადება მიიღო.
კბილის პასტის გამოყენებით გამოწვეული არასასურველი რეაქციის შესახებ მარეგულირებელ ორგანოში 19 საჩივარი დაფიქსირდა. საჩივრები ფოკუსირებული იყო პროდუქტის მიერ გამოწვეულ გვერდით მოვლენებზე, მათ შორის გამოყენების შემდეგ პირის ღრუს ქსოვილების გაღიზიანებასა და ანთებაზე, ბუშტუკებზე, წყლულებზე, წვის შეგრძნებაზე, შეშუპებასა და ტკივილზე.
მარეგულირებელმა მონიტორინგის პროცესი დაიწყო და საზოგადოებას მოუწოდა, პროდუქტის გამოყენების შემდეგ ნებისმიერი არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს მიმართონ.
იგივე პროდუქტის გაყიდვა ბრაზილიაშიც აიკრძალა.
საკითხზე დამატებითი ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.


























