მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არგენტინაში ინფლაცია რეკორდულ 161%-მდე გაიზარდა

არგენტინა

არგენტინაში ახალი ანტირეკორდი დამყარდა, ქვეყანაში ინფლაციის დონემ 161%-ს მიაღწია, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.

წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 12.8%-ით არის გაზრდილი, რაც აგრეთვე რეკორდული ზრდის ტემპია.

სამნიშნა ინფლაციის დასაძლევად არგენტინის ცენტრალური ბანკიც უპრეცედენტო ზომებს იღებს, კერძოდ, მარეგულირებელმა ორგანომ რეფინანსირების განაკვეთი 133%-მდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინაში სესხის აღება კატასტროფულად ძვირია.

ამ საგანგაშო მონაცემების გასაჯაროების ფონზე, არგენტინის ახალმა პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ რამდენიმე დღის წინ დაანონსებული “შოკური თერაპიის” გატარება დაიწყო, რის შედეგადაც ქვეყნის ხელისუფლებამ სამთავრობო დანახარჯების მკვეთრად შემცირების და ქვეყნის ეროვნული ვალუტის, არგენტინული პესოს 54%-ით გაუფასურების გადაწყვეტილება მიიღო.

არგენტინის ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხავიერ მილეის კაბინეტის ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან წინ გადადგმული ნაბიჯს წარმოადგენს არგენტინაში ეკონომიკური სტაბილურობის ჩამოყალიბების გზაზე.

სხვადასხვა პროგნოზებით, 2023 წელს, არგენტინის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდება, რაც განპირობებულია, როგორც მაღალი ინფლაციით, ასევე სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებლით, რომელიც, სხვადასხვა დათვლებით, 40%-ს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები