მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არგენტინაში საგადასახადო სამსახური გაუქმდა

არგენტინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგადასახადო სამსახური გააუქმა. ლათინური ამერიკის ამ უმსხვილესს სახელმწიფოში ამ სამსახურს ერქვა სახელმწიფო შემოსავლების ფედერალური უწყება, იგივე AFIP. ის ჩაანაცვლა გაცილებით გამარტივებულმა ახალ შექმნილმა სააგენტომ საბაჟო კონტროლის და შემოსავლების სააგენტოს სახელით. და ახალ სტრუქტურაში ანუ სააგენტოში, სამჯერ ნაკლები თანამშრომელი იმუშავებს, ხოლო დანარჩენი, არგენტინის შემოსავლების სამსახურის დაახლოებით 3000 თანამშრომელი გაუშვეს სამსახურიდან, და ეს მოგვცემს საშუალებას დაახლოებით 6,5 მლნ დოლარი დავზოგოთ წელიწადშიო ამბობენ არგენტინის მთავრობაში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები