Aric Group საგარეჯოს რაიონში მასშტაბურ პროექტს აჩერებს
BM.GE
02.07.18 16:17
• 1104
საგარეჯოს რაიონში მდებარეობს უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანია, რომელიც ქვეყანაში ფისტის პლანტაციების გაშენებითა და განვითარებით არის დაკავებული. თუმცა, 6-წლიანი მუშაობის შემდეგ „არიკ ჯგუფი“ აცხადებს, რომ მრავალმილიონიან ინვესტიციას აჩერებს და ქვეყნის დატოვებას აპირებს. რა არის „ვინიჩიო ველი“, რომელიც 3 ათას ჰექტარს აერთიანებს და რომელიც ფისტის პლანტაციებთან ერთად ეკოტურიზმისა და მრეწველობის განვითარებასაც გულისხმობს.