მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არის ქუჩები, სადაც დღის განმავლობაში 6-ჯერ გვიწევს ნაგვის ურნის დაცლა” - "თბილსერვის ჯგუფი"

ნაგვის ურნები

"თბილსერვის ჯგუფში" ამბობენ, რომ ქალაქში მიწისქვეშა ურნების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და ამ მიმართულებით შესაბამის შესყიდვებს აანონსებენ.

კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია გვიხსნის, რომ მიწისქვეშა ურნებს რამდენიმე უპირატესობა აქვს, ერთ-ერთი კი მისი დიდი მოცულობაა, რაც საშუალებას იძლევა, რომ ნაგავმზიდი მანქანებით მისი დაცლა დღეში მხოლოდ ერთხელ მოხდეს.

“დედაქალაქში ეტაპობრივად მომრავლდება მიწისქვეშა კონტეინერები. ამისა გარდა ვგეგმავთ, იქ სადაც ცხელი წერტილები გვაქვს, შერეულად განთავსდეს მიწისქვეშა ურნები. ეს განიხილება პერსპექტივაში, ჯერ შესაბამისი შესყიდვა არ გვაქვს გამოცხადებული. ვგეგმავთ, რომ ეს გაკეთდეს ისეთ წერტილებში, სადაც საცობები უწევს.

მაგალითად დოლიძის ქუჩაზე დღის განმავლობაში 6-ჯერ გვიწევს ნაგვის ურნის დაცლა. როგორც არ უნდა მოსახლეობისთვის მოსაწონ დროს ავიდეთ, არის რამდენიმე ლოკაცია, სადაც უნდა გავჩერდეთ და თითო ადგილას 2-3 წუთი ვყოვნდებით.

ასეთი ობიექტები გვაქვს შერჩეული და დედაქალაქის მასშტაბით შეგვიძლია უკვე რამდენიმე მიწისქვეშა კონტეინერი ჩავდგათ,” - ამბობს თბილსერვის ჯგუფის დირექტორი დავით ფაჩულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები