საგაზაფხულო პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ რეგიონებში თვითმმართველობის გაძლიერების ხედვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტული გეგმა საარჩევნო გეგმაზე მუშაობისას გახდება ცნობილი.
“რაც შეეხება თვითმმართველობის გაძლიერებას, ბუნებრივია, ვგულისხმობთ, როგორც კომპეტენციების დამატებით გადაცემას, ასევე ფისკალურ დეცენტრალიზაციას. აქ არის სერიოზული პოტენციალი და რესურსი, მთავარია, ჩვენ გვქონდეს ამისათვის გაწერილი კონკრეტული გეგმა.
არსებობს დეცენტრალიზაციის სტრატეგია, თუმცა, ამას გარდა, დამატებით შეგვიძლია ვიმუშაოთ და ვიმსჯელოთ ამ თემაზე და გვქონდეს კონკრეტული ხელშესახები გეგმა როგორც უფლებამოსილებების გადაცემის, ასევე ფისკალური დეცენტრალიზაციის მიმართულებით”, - აცხადებს პრემიერობის კანდიდატი.