მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა ეს ფინანსური კრიზისის დასაწყისი? - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი აშშ-სა და ევროპაში მომხდარზე

641af02702c9a
BM.GE
23.03.23 00:05
898
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ისა და ევროპის საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა. FED-ის მიერ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, სამი დიდი კომერციული ბანკი SVB; Silvergate-ი და Signature-ი ჩამოიშალნენ. ამასთანავე, ჩამოიშალა შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი, რომელიც UBS-მა 3.2 მილიარდ ევროდ შეიძინა.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით კონკრეტული მოლოდინების გაკეთება იმასთან დაკავშირებით მოსალოდნელია თუ არა ახალი ფინანსური კრიზისი რთულია, რადგანაც როგორც FED-მა, ასევე ევროპის საბანკო მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ მიიღებენ შესაბამის ზომებს რათა დეპოზიტართა ინტერესები დაცული იყოს.

“მინდა აღვნიშნო ის მდგომარეობა, რაც მსოფლიოშია და რამდენად აისახება ეს საქართველოზე და საპროცენტო განაკვეთებზე, თუ რა განაკვეთები გვაქვს დღეს მთლიანად საკრედიტო ბაზარზე. მოდით შევეხოთ იმას თუ რა მოვლენები განვითარდა აშშ-ში და ევროპაში. ყველა ექსპერტი ჯერ ისევ ვარაუდის დონეზეა თუ ორი ბანკის გაკოტრება ამერიკაში და შემდეგ კრედიტ სუისის პრობლემები, რომლებიც დღეს გადაწყვეტის პირას არის, არის თუ არა კრიზისის დასაწყისი. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ფაქტები უკვე ითქვა რამ განაპირობა აღნიშნული ბანკების პრობლემები, მაინც ვარაუდებზე არის აწყობილი ზოგადი მდგომარეობა.

ცალსახაა, რომ მთავრობებმა და მარეგულირებლებმა არ მისცეს აღნიშნულს განვითარების შესაძლებლობა. მეორე მხარეს გვაქვს ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რომელიც ყოველდღიურად რეაგირებს ყველა მოლოდინზე, რომელსაც ქმნის ესა თუ ის მდგომარეობა,”- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები