მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა კრემლის გადაწყვეტილება საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა? - პესკოვის პასუხი

645d1c7fa8838
ალა ისპირიანი
11.05.23 21:00
1059

საქართველოში ფრენების განახლება და სავიზო რეჟიმის გაუქმება ჰუმანიტარული სახის გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს არის ჰუმანიტარული გადაწყვეტილება. რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მიმართვას ორივე ქვეყნის მოქალაქეებისგან, მეწარმეებისგან, საზოგადოებრივი ასოციაციების, სამეცნიერო წრეებისგან, კულტურის მოღვაწეებისგან, რომლებიც ითხოვდნენ ამ გადაწყვეტილებების მიღებას და სწორედ ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე გაკეთდა“ , - უთხრა მან ჟურნალისტებს.

კითხვაზე, არის თუ არა კრემლის აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა, დიმიტრი პესკოვი პასუხობს, რომ სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისგან თავს იკავებს.

ცნობისთის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს მოსალოდნელი სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები