მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება

პუტინი და ალიევი

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები რიგ მიმართულებებზე უახლოეს მომავალში აღდგება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა მოსკოვში გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ავიამიმოსვლა იმ მარშრუტებზე განახლდება, რომლებიც 2024 წლის დეკემბერში აზერბაიჯანულ სამოქალაქო თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ შეიზღუდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები