მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა უძრავი ქონების ბაზარზე ე.წ. ბუშტის წარმოქმნის საშიშროება - "თიბისი კაპიტალის" პოზიცია

63ce9d44a2ec7
თათია ჩაფიჩაძე
24.01.23 00:05
7952
"თიბისი კაპიტალის" პროგნოზით გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასი მიმდინარე წელს დამატებით 18%-ით, ქირის კი 28%-ით გაიზრდება. მიუხედავად ფასის განუხრელად ზრდისა, კვლევების უფროსი ირინე კვახაძე ამბობს, რომ ბაზარზე არსებულ ვითარება ჯანსაღია და ე.წ. ბუშტის წარმოქმნის საშიშროება ამ ეტაპზე არ იკვეთება.

„ფასები ძლიერი მოთხოვნის გამო იზრდება. გასათვალისწინებელია, რომ ინვესტიციის ამონაგები, რომელიც ახლა მაქსიმუმ 13%-ზეა გრძელვადიან პერიოდში შემცირდება. ჩვენ ველოდებით, საშუალოვადიან პერიოდში ამონაგები გრძელვადიანი ნიშნულისკენ, ანუ 8%-კენ წავა.

თუკი ინვესტიციას უძრავ ქონებაში გავაკეთებთ, გასათვალისწინებელია რომ ქირა დაკორექტირდება და ასეთ ნიშნულზე შეიძლება არ შენარჩუნდეს. ჩვენი პროგნოზით კლება დაიწყება 2024 წლიდან. ეს თავიდან აგვარიდებს უსიამოვნო შედეგებს, რომელიც ასეთ მოლოდინებს და გადაწყვეტილებებს მოჰყვება. სხვა მხრივ ფასების ზრდა არ არის ხელოვნური, მოთხოვნა ძლიერია და ბაზარი მიჰყვება. მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თუ შევხედავთ, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავაკვირდეთ ფასები გაბერილია თუ არა, არის მოთხოვნა თუ არ არის, ეს მაჩვენებლები მიგვანიშნებს, რომ ჯერ კიდევ უძრავ ქონებას ზრდის პოტენციალი აქვს,“ - განაცხადა კვახაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები