მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაგრძელებ საკონსულტაციო საქმიანობას”|ოთარ ნადარაიამ "თიბისი ჯგუფი" დატოვა

ნადარაია

ოთარ ნადარაიამ “თიბისი ჯგუფი” დატოვა და დამოუკიდებელ საკონსულტაციო საქმიანობას აგრძელებს.

ოთარ ნადარაიამ, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული “თიბისი ჯგუფის” მთავარი ეკონომისტი იყო, ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და თიბისელებს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მის CV-შია აღნიშნული, მზადაა საკონსულტაციო მიმართულებით საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობისთვის. ამასთან, მუშაობს წიგნზე „მულტისავალუტო ფინანსური სისტემების ეკონომიკა“, რომლის დასრულების შემდეგაც თავისი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები