მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა მითვისებული კრიპტოვალუტის ინვესტირებით შეძლო ამ ბიზნესის ჩამოყალიბება - ივანიშვილის ადვოკატი

64abb22600dff
BM.GE
10.07.23 11:12
941
არსებობს ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სწორედ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის ინვესტირების შედეგად შეძლო ამ ბიზნესის ჩამოყალიბება და მითვისებულ კრიპტოვალუტას იყენებს ბირჟის ყოველდღიური საქმიანობისათვის - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის განცხადებაშია აღნიშნა, რომელიც ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრის განმარტებებს მოიცავს.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო. საქმე 8,253 ბიტკოინის მითვისებას შეეხება, რასაც დაზარალებული ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მას ბაჩიაშვილის ქმედებების შედეგად მიადგა.

საქმე ეხება 2015 წლის ამბებს, როდესაც ივანიშვილის ადვოკატის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა მილიარდერს ბიზნეს წინადადებით მიმართა. „მისი განმარტებით, თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში. შეთავაზებული ბიზნეს წინადადება საინტერესო აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისათვის. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ სრულად ენდობოდა გიორგი ბაჩიაშვილს, დათანხმდა მის წინადადებას და გადაწყვიტა ბიტკოინების მაინინგში 5 (ხუთი) მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება“, - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის განცხადება სრულად

როგორც ადვოკატი წერს, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ამჟამად გვევლინება საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კრიპტოპლატფორმის/კრიპტობირჟის ძირითად ბენეფიციარ მესაკუთრედ, რომელსაც ფლობს სხვადასხვა იურიდიული პირების მეშვეობით.

ცნობისთვის, 6 ივლისს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა. მას სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები